ვაკანსია - სოციალური მედიის მენეჯერი ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი“
10.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი.

სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. „მედიაჩეკერი“ ქარტიის ონლაინ პლატფორმაა, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაცია ქმნის სადისკუსიო სივრცეს პროფესიული საკითხების განსახილველად, მედიის საქმიანობისა და მედია პროდუქტების კრიტიკული თვალით შესაფასებლად და მიმდინარე ტენდენციების ანალიზისთვის. 

ძირითადი მოვალეობები

სოციალური მედიის მენეჯერმა „მედიაჩეკერის“ რედაქტორის უშუალო ხელმძღვანელობით უნდა მართოს „მედიაჩეკერის“ ციფრულ პლატფორმები („მედიაჩეკერის“ ვებსაიტი, გვერდი ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკ-ტოკზე) და იზრუნოს მათ განვითარებაზე.

კერძოდ, სოციალური მედიის მენეჯერმა:

·       სარედაქციო გუნდთან ერთად უნდა დაგეგმოს კონტენტი სოციალური მედიისთვის;

·       ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Google Analytics და სხვა, გააანალიზოს აუდიტორია და მოამზადოს ანგარიშები;

·       ციფრულ პლატფორმებზე გამოაქვეყნოს სხვათა ავტორობით შექმნილი მასალები;

·       თავადაც მოამზადოს და სარედაქციო გუნდთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს სოციალური მედიისთვის განკუთვნილი მასალები, მათ შორის, ქარდები, პოსტერები და სთორები.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

·       უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში.

·       უნდა ჰქონდეს მედიასაშუალებაში სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

·       კარგად უნდა იცნობდეს ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც გამოიყენება სოციალური მედიის აუდიტორიის ანალიზისთვის.

·       უნდა ჰქონდეს აუდიო, ფოტო და ვიდეომასალაზე მუშაობის კარგი უნარები (გადაღება, მონტაჟი) და შეეძლოს კონტენტის წარმოება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის.

·       უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.  

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.