კატეგორია : ანონსი;
27 ნოემბერს, პარასკევს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს განცხადებას “TV პირველის” ჟურნალისტის, სოფო ნიაურის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “TV პირველის" ეთერში 2026 წლის 17 მაისს გავიდა. რეპორტაჟი ქალზე სავარაუდო ძალადობას ეხება, რაშიც რესპონდენტი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, გიორგი ძიძიკაშვილს ადანაშაულებს და ბრალს სდებს გავლენის გამოყენებაში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველ (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-9 (სარედაქციო მასალების გამიჯვნა), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი სოფო ნიაური განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს,
დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ
მეილზე: ethicscharter@gmail.com