ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მარიანა ჩოლოიანის და მისი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანების ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 14 აგვისტოს გავიდა და ის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდებები გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის შესახებ. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.