20 ოქტომბერს ქარტიის საბჭო დავით ნატროშვილის განცხადებას განიხილავს
18.10.2026

კატეგორია : ანონსი;

20 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს დავით ნატროშვილის განცხადებას ონლაინ პლატფორმის “ტაბულა” ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “ტაბულას” გვერდზე სოციალურ ქსელში 2026 წლის 23 ივნისს გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეულია ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტად ონლაინ პლატფორმის “ტაბულა” რედაქტორი, ლევან სუთიძე განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.