ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო თოზუ გულმამედოვას განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ
27.09.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა თოზუ გულმამედოვამ გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა “სხვა ნანუკა”- “თავისუფლება 17 წლიანი პატიმრობის ნაცვლად” სოციალურ ქსელებში 2026 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. გადაცემა ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა ძალადობის მოგერიების ფარგლებში.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაირღვა.

განმცხადებლის მხრიდან მოპასუხედ გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.