კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა კახა წიქარიშვილმა ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და “პოსტივი” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2026 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა “რუსთავი 2-ის” და “პოსტივის” გვერდებზე სოციალურ ქსელში. საინფორმაციო ბარათი (“ქარდი” “რუსთავი 2-ზე) და ინტერვიუს ვიდეო ფრაგმენტი (“პოსტივიზე”) პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს ეხებოდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 ( ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.
განმცხადებლის მხრიდან მოპასუხედ “რუსთავი 2-ის” და “პოსტივის”
არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები განისაზღვრენ.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს,
დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის
პრინციპები.