კატეგორია : ანონსი;
20 მარტს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს რამაზ სამხარაძის განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი “უცხოური სპეცსამსახურების მედიაქსელი” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში”, გავიდა 2025 წლის 30 ნოემბერს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ის და მისი მედიაორგანიზაცია (რადიო თბილისი) უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წარმოაჩინეს როგორც “უცხოური გავლენის აგენტები” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ირაკლი ჩიხლაძე, ანუკი გუმბერიძე და სანდრო გამსახურდია.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com