საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო რამაზ სამხარაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამს
09.01.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა რამაზ სამხარაძემ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას წინააღმდეგ. 


2025 წლის  30 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა სიუჟეტი “უცხოური სპეცსამსახურების მედიაქსელი”. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ის და მისი მედიაორგანიზაცია (რადიო თბილისი) უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წარმოაჩინეს როგორც “უცხოური გავლენის აგენტები” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”, 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ირაკლი ჩიხლაძე, ანუკი გუმბერიძე და სანდრო გამსახურდია. 


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.