ტელეკომპანია “იმედმა”, ინტერნეტმედიებმა “კვირამ”, “ლიდერმა”, “ნიუსჰაბმა”, “ექსკლუზივნიუსმა”, “დაიჯესტმა”, “ინფოფოსტალიონმა”, “ენესპი ჯიმ” და “ექსკლუზივტივიმ” დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები
11.12.2025

კატეგორია : ანონსი;

1  დეკემბერს საბჭომ განიხილა ია როდამი ფარულავას განცხადება ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ. 


სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. 


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


განხილვის პროცესში განმცხადებელმა სრულად მოხსნა პრეტენზია “რეზონანსი დეილის” მიმართ. 


მოპასუხე მხარეებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 


საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.