29.10.2025
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, განიხილავს ზვიად დევდარიანის განცხადებას:
ზვიად დევდარიანი ხატია ღოღობერიძის წინააღმდეგ
სადავო მასალა სათაურით “ზვიად დევდარიანი ქალების წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ” “აპრილი მედიას” საიტზე 2025 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ხატია ღოღობერიძე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com