15.08.2025
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა
დიმიტრი ლორთქიფანიძემ, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტის და
რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.
სადავო სტატია დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” 2025 წლის 11
აგვისტოს ნომერში სათაურით: “ექსკლუზიური ინტერვიუ თეკლა
კუბლაშვილთან”.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11
(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ელისო
კილაძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და
გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის
პრინციპები.