გაზეთების "ასავალ–დასავალისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში დარღვეულია ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე პრინციპები.
17.05.2025

კატეგორია : ანონსი;

ექვსი მაისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა იაკობ ლეჟავას განცხადება გაზეთების "ასავალ–დასავალისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" სამ სხვადასხვა მასალასთან მიმართებით.


სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” 2025 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს “საქართველოს რესპუბლიკამ” გადაბეჭდა (გვ. 6). მესამე სადავო მასალა (გვ. 10) 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთ “ასავალ-დასავალში”.


განმცხადებლი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მე-11 და მე-10 პრინციპები და ეს უკანასკნელი ჩანაცვლდა ქარტიის მე-7 პრინციპით. ამასთან, მიუთითა, რომ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან”, ასევე მოხსნა მე-5პრინციპი ერთ ერთ სტატიასთან მიმართებით. 


საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ სამივე დარღვეულად მიიჩნია.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორებად/ჟურნალისტებად გაზეთ “ასავალ-დასავალის” შემთხვევაში განისაზღვრნენ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი და ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ხოლო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” შემთხვევაში მთავარი რედაქტორი სპარტაკ ქობულია.


საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.