მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის 5 ივლისიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით აშუქებდა ონლაინ მედია სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში? გაშუქების ტონის მიხედვით, შეინიშნებოდა თუ არა ონლაინ მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავდა ონლაინ მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების დროს?

მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ - ფარგლებში.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 5 ივლისს და დასრულდება 2022 წლის მარტში. დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხზე. ესენია: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ
კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდება მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.

ქარტიის მონიტორები 2021 წლის 2 აგვისტოდან (წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან) 30 ოქტომბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს.

მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ექვსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რვა კი - რეგიონებში.

ტელეკომპანიები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი (მათი როლიდან გამომდინარე), ოთხი რეიტინგული ეროვნული მაუწყებელი და ერთი მაუწყებელი თითო რეგიონიდან.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობოდა ყოველდღიურად მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალები იწვევდა ყველაზე მეტ ინტერაქციას მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და პოპულარულ გვერდებზე, რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.

საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ
კატეგორია - მედიამონიტორინგი

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი დაიწყო 2021 წლის 5 ივლისს.

მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება: ambebi.ge, batumelebi.ge, guriismoambe.com, interpressnews.ge, knews.ge, kutaisipost.ge, livepress.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, qartli.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge. 17-დან 8 რეგიონული ონლაინ გამოცემაა, რაც შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო. შერჩევა განხორციელდა რეიტინგებისა და მედიის სპეციალისტების გამოკითხვის საფუძველზე.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს, შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას ეცნობა ყოველდღიურად მომხმარებელი სოციალური მედიიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მასალებს უგროვდება ყველაზე მეტი ინტერაქცია მომხმარებელთა იმ ღია ჯგუფებსა და საჯარო გვერდებზე, რომლებსაც ასეულობით ათასი წევრი თუ გამომწერი ჰყავთ.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.

კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 5 ივლისს და დასრულდება 2022 წლის მარტში. დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხზე. ესენია: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.  

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდება მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში. ქარტიის მონიტორები 2021 წლის 2 აგვისტოდან (წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან) 25 სექტემბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს.

მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ექვსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რვა კი - რეგიონებში. ტელეკომპანიები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი (მათი როლიდან გამომდინარე), ოთხი რეიტინგული ეროვნული მაუწყებელი და ერთი მაუწყებელი თითო რეგიონიდან.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას 2021 წლის 1 თებრვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 12 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა;

● მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს შორის ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აშუქებდა. ამ პარტიებიდან თითოეულს ეთმობოდა მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება. მონიტორინგისთვის შერჩეული 12 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა დაკვირვების დროს გამოვლინდა ორი ონლაინ მედიასაშუალება, სადაც ხდებოდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მიერ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირება;

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის. ხშირ შემთხვევებში მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, შერჩეული ვებგვერდების დიდ უმრავლესობაში შეინიშნებოდა საკითხების მეტად დაბალანსებულად გაშუქება, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პერიოდში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა სატელევიზიო ახალი ამბების მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 12 ტელევიზიაზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეული ყველა არხის მონაცემებით,პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“;

● პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა;

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი;

● ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 22 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „ მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 56% უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

● „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „ ფორმულას“ ეთერში გაშუქდა. დროის 15 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 61 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

● „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

● „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

● მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 88 % შეადგინა.

● ბიძინა ივანიშვილი ყველაზე უარყოფითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 85 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა.

წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

● მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ სატელევიზიო ტოქშოუებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 12 ტელევიზიაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, TV პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო.

ძირითადი ტენდენციები:

● წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციის.

● მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობისგან.

● მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2-ისა“ და პალიტრა TV-ს ტოქშოუები წარმოადგენდა იმ გამონაკლისს, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.

● ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველში“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წევრები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც „მთავარ არხზე“.

● „იმედისა“ და „POSTV-ის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი იკვეთებოდა მიკერძოება ოპოზიციის მიმართ.

● ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად. თითქმის ყველა გადაცემაში პარტიის წევრები საუბრობდნენ და ეწეოდნენ აგიტაციას „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ. ტოქშოუს წამყვანები ღიად გამოხატავდნენ პარტიისადმი მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.

● იმ გადაცემებში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მმართველი გუნდის წევრები, ძირითადად, ბოლო სტუმრად იყვნენ წარმოდგენილნი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, გაეკრიტიკებინათ მათი ოპონენტები.

● ერთეული ტელეარხების გარდა, წამყვანები თუ მათი სტუმრები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყენებდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების გაძლიერებას.

● საანგარიშო პერიოდში, „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით დააკვირდა ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევააონლაინ მედიისთვის. რეიტინგული ვებგვერდების ნაწილი მკითხველს არ აძლევს საშუალებას, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტების სიზუსტე და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი, დაუბალანსებელი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება, თუმცა მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან,მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც;

● წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;

● ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმრავლესობა მკითხველს არ სთავაზობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს;

● მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ონლაინ მედიაში საგრძნობლად იკლო ასეთი განცხადებების უკომენტაროდ გამოქვეყნების შემთხვევებმა;

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.