მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს. აღნიშნული მუქარა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია „ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს ცემეს.
ბოლო წლებში საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
სადავო მასალები 2023 წლის 16 და 17 ივლისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, ფაქტები მიზანმიმართულად დამალეს, რაც ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 ივლისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათი: სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2023 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მედიაპროდუქტში დაკავებული პირის ეთნიკურობაზე ხაზგასმით ხელი შეუწყო დისკრიმინაციის წახალისებას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათი: შპს ევოლუშენ ჯორჯია „მაუწყებელის" ჟურნალისტის ნათია ქარჩილაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2023 წლის 2 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მასალაში დასახელებულ ბრალდებებზე კი მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „POSTV”-ს ჟურნალისტის ნათია ბერიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
სადავო მასალა 2023 წლის 19 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, ფაქტები განზრახ დამალა და წაახალისა დისკრიმინაცია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი.
სადავო მასალა 2023 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მედიაპროდუქტში დაკავებული პირის ეთნიკურობაზე ხაზგასმით ხელი შეუწყო დისკრიმინაციის წახალისებას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
კოალიცია ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის” ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის საჯარო განაცხადებას ჟურნალისტის კუთვნილი ბინიდან პირადი დოკუმენტების დაკარგვის და მის მიმართ შესაძლო თვალთვალის თაობაზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გადაუგზავნა, ჟურნალისტი კი მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ივლისს გამოიკითხა.
მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მყისიერი რეაგირება ჟურნალისტების თვალთვალის და დაშინების ყველა მცდელობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს დადასტურებული ფაქტები ჟურნალისტის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ - ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს თბილისის პროკურატურამ ვასილ დაბრუნდაშვილი დაზარალებულად ცნო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება. Საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით მიიღოს ყველა ზომა ჟურნალისტის დაცვისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია პაატა შავაძე.
სადავო მასალა 2023 წლის 8 ივლისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს და მაყურებელს აწვდის არასწორ ინფორმაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 17 ივლისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათი: გურამ კახაძე „სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტის თაკო ფეიქრიშვილის წინააღმდეგ
სადავო სტატია 2023 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, რაც დისკრიმინაციას ახალისებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათი: გელა ნაცვლიშვილი, თემური ლაჭყეპიანი „აი, ფაქტის" ჟურნალისტის ანა რობაქიძის წინააღმდეგ
სადავო სტატია 2023 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და მასალაში დასახელებული ფაქტები მასთან არ გადაამოწმა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი. მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: "დაშინება ძარცვის იმიტაციით."
მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად.
2023 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაქურდეს. ჟურნალისტის თქმით, წაიღეს სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, თუმცა პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა. აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედება ჩადენილია მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.
დღეს „TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ის 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
ქარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას, რაც ცხადად ვიხილეთ კიდეც 2023 წლის 8 ივლისს.
დღემდე არ არის დასჯილი 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და რიგ შემთხვევებში სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოძალადეებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამასთან, სულ უფრო მძიმდება მედიაგარემო, დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის [204577494]
საბჭოს ოქმი N 2023-3