17.01.2023                    
            
                        
                
        				
            საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიასამართლის, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მედიორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის კონსულტაციების გაწევა;
- მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;
- ანგარიშის მომზადება განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- შესაბამისი მიმართულებით იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- მედიაგარემოს ცოდნა.
მედიასამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტებზე ვაკანსია გამოცხადებულია სრულ განაკვეთზე, ხოლო სისხლის სამართლის იურისტზე - ნახევარ განაკვეთზე.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 28 იანვრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მედიასამართლის იურისტი, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის იურისტი, სისხლის სამართლის იურისტი)
 
  
                     
                             
                             
                             
                                                                                         
                                                                                         
 