„ჟურნალისტების უსაფრთხოება" - ქარტია მედიის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
07.03.2022

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს უსაფრთხოების საკითხების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ჩატარდება 2 ტრენინგი. პირველი 2022 წლის 22-24 მარტს, ხოლო მეორე 2022 წლის 28-30 მარტს. 

ტრენინგის პირველი და მეორე დღე გაიმართება თბილისში, ხოლო მესამე დღე თეთრიწყაროში. 

3 დღიანი ტრენინგ-კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. რისკების შეფასება და მართვა, დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქება, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, ციფრული უსაფრთხოება - მონაწილეები ამ თემების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ასევე, კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია სიმულაციური თამაშები, მტრულ გარემოში მუშაობის იმიტაცია და ა.შ. 

სწავლებას ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი, SAFE Initiative-ის რისკების მართვის ტრენერი გიორგი კუპატაძე და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ირაკლი ანდრონიკაშვილი გაუძღვებიან. 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება არის უფასო. PCR ტესტირების ხარჯი ანაზღაურდება. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/34nmGFM 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი. 

უსაფრთხოების ტრენინგები ტარდება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საქართველოში და Thomson Reuters-ის ფონდის თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.