13 ნოემბერს ქარტიის საბჭო თოზუ გულმამედოვას განცხადებას განიხილავს
11.11.2026

კატეგორია : ანონსი;

13 ნოემბერს, პარასკევს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს თოზუ გულმამედოვას განცხადებას “სხვა ნანუკას” წამყვანისა და ავტორის, ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “სხვა ნანუკა” - “თავისუფლება 17 წლის პატიმრობის ნაცვლად” “TV პირველის" ეთერში და სოციალურ ქსელებში 2026 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. გადაცემა ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა ძალადობის მოგერიების ფარგლებში.  განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია). მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხედ  გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანი და ავტორი, ნანუკა ჟორჟოლიანი განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.