ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს 5 საქმეს განიხილავს
19.09.2019

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

1. 12:00 საათი -  ანა არგანაშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის სოფო შაიშმელაშვილი წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ეხება ბოშა ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში გამოყენებულია დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამავრცელებელი ფრაზები

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი)

2. 14:00 საათი -  ჟურნალისტიკის რესურსცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, რატი ხვისტანის წინააღმდეგ

სადავო გახდა 16 აგვისტოს გადაცემული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა JRC-ის ფილმის "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საპასუხოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. JRC მიიჩნევს, რომ "მოამბეში" მცდარი ინფორმაცია გადაიცა, ამასთან განზრახ დამახინჯდა ფაქტები და შესწორების მოთხოვნის მიუხედავად დაშვებული უზუსტობები არ გასწორებულა.

სადავო პრინციპები:  პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე პრინციპები

3. 15:00 საათი  -  ჟურნალისტიკის რესურსცენტრისაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების, თამთა სანიკიძის და ქეთი ქაშაკაშვილის წინააღმდეგ

ამ საქმეშიც სადავო სიუჟეტი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ JRC-ს მიერ მომზადებული ფილმის "რეკლამის ეგექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" განხილვას.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე პრინციპები

4. 17:00 საათი -  მიხეილ მეფარიშვილი  mcm.ge-ს რედაქტორის, ეკა გულუას წინააღმდე

მიხეილ მეფარიშვილი სადავოდ ხდის 6 სტატიას. ყველა სადავო მასალა ეხება "თბილისი პრაიდის" მიერ თბილისში დაგეგმილ  კვირეულს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

5. 19:00 საათი - თამარ კაპანაძე "იმედის ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ

სადავო გახდა "იმედის" ტოქშოუ "პირისპირ", რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრაციის დაშლას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.  განმცხადებელს პრეტენზია აქვს გადაცემის იმ ნაწილთან, რომელშიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი საუბრობდა.

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.