საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქარტიის პირველი, მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპები დაარღვია
14.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ, ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს ა(ა)იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა მიმართა. საქმე ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “მოამბის” 2019 წლის 3 აპრილის 12:00 და 15:00 საათიან გამოშვებებში გასულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის [CRRC], ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაციას. სიუჟეტების ავტორი და შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტი - ნოდარ ჩაჩუა იყო.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოპასუხე ჟურნალისტმა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და საქმეზე თანდართული მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.