ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - ოჯახში მომხდარი ძალადობის გაშუქება
09.04.2019
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ძალადობა ოჯახში

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 20-21 აპრილს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა გაშუქდეს ოჯახში მომხდარი ძალადობის, ფემიციდის შემთხვევები.  როგორია სამართლებრივი ჩარჩო, რა რეგულაციები არსებობს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ჟურნალისტმა, რომ არ გააღრმავოს სტერეოტიპები. მონაწილეები იმსჯელებენ თუ რა დილემები წარმოიშვება ოჯახში მომხდარი ძალადობის გაშუქებისას და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2019 წლის 15 აპრილის 20:00 საათამდე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.

ტრენინგს გაუძღვებიან: 

ნინო ჩიხლაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. არის ექსპერტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში. 2015 წლიდან ნინო ხელმძღვანელობს პროექტებს  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით; ამავდროულად,  არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი;  ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი.

ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლების რეპორტიორი 2009 წლიდან. 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. 2006-07 წლებში იყო “ადამიანის უფლებათა ცენტრის” პორტალის რედაქტორი. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის თემებზე

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.