14 დეკემბერს ქარტიის საბჭო ორ განცხადებას განიხილავს
11.12.2018

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 14 დეკემბერს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი -შპს "ამს ეარლაინზი" "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, მიშა სესიაშვილის და ეკა ბუცხრიკიძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი სახელწოდებით "კორუფციული გარიგება ქუმსიშვილის მონაწილეობით?" გადაცემა "P.S.-ის" ეთერში 30 სექტემბერს გავიდა და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი კომპანია "ამს ეარლაინზიც".
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მე11(ფაქტის განზრახ დამახინჯება)
  • 20:30 საათი - დავით მახარაშვილი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, დიანა ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2018 წლის 16 ნოემბერს გავიდა "კურიერის" ეთერში და ეხებოდა მმართველი პარტიის მიერ სამხედროების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. დავით მახარაშვილს ამ სიუჟეტის იმ ნაწილთან აქვს პრეტენზია, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის ბრიფინგს ეხება.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მე11(ფაქტის განზრახ დამახინჯება)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.