ქარტია პარლამენტს: შეცვალეთ აკრედიტაციის წესი, ჟურნალისტებმა პარლამენტში კითხვების დასმა უნდა შეძლონ
17.11.2026

კატეგორია : განცხადებები;

This statement is bilingual. For English please scroll down.

დღეს პარლამენტმა ერთი თვით, 16 დეკემბრამდე, შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნინუცა კეკელიას. თავისი გადაწყვეტილების მტკიცებულებად პარლამენტის აპარატის უფროსი 14 ოქტომბერს „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე უთითებს და წერს, რომ ჟურნალისტმა აკრედიტაციის წესის ის მუხლი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. ეს წესი დამტკიცებულია 2023 წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით #1/31/23. ამჯერადაც უცნობია, თუ ვინ მიმართა პარლამენტის აპარატს ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიით.

პარლამენტმა მსგავსი მიზეზით ივნისში 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს. 

ივნისშივე, პარლამენტმა სხვადასხვა ვადით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს  - ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილს და მაკა ჩიხლაძეს, ხოლო 12 ნოემბერს, ერთი თვით - ხატია სამხარაძეს. 

ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს. როდესაც ჟურნალისტები ვერ სვამენ შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს საზოგადოება, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს, გადასინჯოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაციის მოქმედი წესი, რომელიც არაპროპორციულად ზღუდავს მედიის თავისუფლებას და პარლამენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, დისკრიმინაციულად გამოიყენოს ის.    


Charter to Parliament: Change Accreditation Rules; Journalists Must Be Able To Ask Questions in the Parliament

Today, Parliament suspended the accreditation of Ninutsa Kekelia, a journalist for the TV company Formula, for one month, until December 16. As evidence for this decision, the Head of the Parliament’s Staff cites a segment that aired on Shabatis Formula on October 14. He states that the journalist violated a provision of the accreditation rules requiring journalists to “cease an interview if a Member of Parliament, a staff member, or a guest present in Parliament refuses to be interviewed.” This rule was approved on February 6, 2023, by Order No. 1/31/23, issued by the Speaker of Parliament. Once again, it remains unknown who lodged the complaint against the journalist with the Parliament’s Staff.

In June, Parliament suspended the accreditation of another Formula journalist, Nini Balanchivadze, for six months on similar grounds. That same month, Parliament suspended the accreditation of TV Pirveli journalists Natalia Kajaia, Maka Andronikashvili, and Maka Chikhladze for varying periods. On November 12, it suspended the accreditation of Khatia Samkharadze for one month. 

By treating journalists in this manner, Parliament demonstrates a lack of respect for their large audiences. When journalists are unable to ask questions, the public – whose interest in the processes unfolding within the legislative body is entirely legitimate – is also denied answers to those questions.

The Charter of Journalistic Ethics once again calls on Parliament to revise the current rules governing journalist accreditation within the legislative body. These rules disproportionately restrict media freedom and allow the parliamentary administration to apply them in a discriminatory manner.

 
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.