კატეგორია : ანონსი;
13 ნოემბერს, პარასკევს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს თოზუ გულმამედოვას განცხადებას “სხვა ნანუკას” წამყვანისა და ავტორის, ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “სხვა ნანუკა” - “თავისუფლება 17 წლის პატიმრობის ნაცვლად” “TV პირველის" ეთერში და სოციალურ ქსელებში 2026 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. გადაცემა ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა ძალადობის მოგერიების ფარგლებში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია). მე-8 (ბავშვთა ინტერესი) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანი და ავტორი, ნანუკა ჟორჟოლიანი განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com