ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ძიძიკაშვილის განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ.
27.05.2026

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა გიორგი ძიძიკაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო რეპორტაჟი “ტვ პირველის” ეთერში 2026 წლის 17 მაისს გავიდა. ის ეხებოდა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრისთვის რესპოდენტის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ძალადობისა და სავარაუდო გავლენებით ვაჭრობის შესახებ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო); მე-9 (სარედაქციო მასალების გამიჯვნა), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან რეპორტაჟის ავტორი სოფო ნიაური განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.