“მთავარის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპები დაარღვია.
27.05.2026

კატეგორია : ანონსი;

21 მაისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საბა წიწიკაშვილის განცხადება “მთავარის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ. 

სადავო მასალა “მთავარის” სოციალურ ქსელში 2026 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა. ქარდი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეძენილ სააღდგომო ნობათს ეხება.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან ქარტიის საბჭომ ორივე დარღვეულად მიიჩნია.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.