კატეგორია : ანონსი;
7 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა მეგი ფერაძის, ქეთევან გოგიჩაიშვილის, მარიამ ოთინაშვილის, მარიამ აქუბარდიას, ნიკოლოზ ტყემალაძის და მზია კაკალაშვილის განცხადება POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა, რომელიც მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას ეხებოდა, POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდზე 2025 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მე-5 (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია) მე-8 (ბავშვთა უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მოხსნა მე-3, მე-8 და მე-10 პრინციპები.
საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია პირველი, მე-5, მე-7 პრინციპები, ხოლო მე-4 და მე-11 პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, თუმცა წერილობით წარმოადგინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქარტიის პრინციპები დარღვეულად არ მიიჩნია.
საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.