კატეგორია : ანონსი;
7 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გიგა გელხვიიძის განცხადება “რუსთავი2-ის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო ინფორმაცია, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” Facebook გვერდზე 2025 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. მედიაორგანიზაცია იუწყებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო, არასრულწლოვანი დააკავეს.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მე-5 (შესწორების ვალდებულება), მე-8 (ბავშვთა უფლებები) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მე-3 და მე-4 პრინციპები მოხსნა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია პირველი, მე-5, მე-8 პრინციპები. მე-11 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და პოზიცია წერილობით არ წარმოუდგენია.
საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.