7 თებერვალს ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს
06.02.2026

კატეგორია : ანონსი;

7 თებერვალს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს POSTV-ისა და  “რუსთავის2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ. 


11:00 საათი - მეგი ფერაძე, ქეთევან გოგიჩაშვილი, მარიამ ოთინაშვილი, მარიამ აქუბარდია, ნიკოლოზ ტყემალაძე და მზია კაკალაშვილი POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.


სადავო ქარდი, რომელშიც მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი, POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდმა 2025 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა. 


განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5  (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. 


12:00 საათი - გიგა გელხვიიძე “რუსთავის2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ. 


სადავო ქარდი, რომელშიც საუბარი იყო იარაღის უკანონო ტარების გამო არასრულწლოვნის დაკავების შესახებ, სამაუწყებლო კომპანიამ “რუსთავი2” თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე 2025 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5 (შესწორება), მე-8 (ბავშვის უფლებები) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. 


არტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.