11.12.2025
კატეგორია : ანონსი;
1 დეკემბერს საბჭომ განიხილა ია როდამი ფარულავას განცხადება ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ.
სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განხილვის პროცესში განმცხადებელმა სრულად მოხსნა პრეტენზია “რეზონანსი დეილის” მიმართ.
მოპასუხე მხარეებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.