1 დეკემბერს საბჭო განიხილავს ია როდამი ფარულავას განცხადებას ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ
28.11.2025

კატეგორია : ანონსი;


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ია როდამი ფარულავამ ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ.

 

სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ზემოთ ჩამოთვლილი მასალების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები. 


ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.