საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ქეთევან გოგიჩაშვილის, მარიამ ოთინაშვილის, მარიამ აქუბარდიას, ნიკოლოზ ტყემალაძის და მზია კაკალაშვილის განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ
06.10.2025

კატეგორია : ანონსი;

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს ქეთევან გოგიჩაშვილმა, მარიამ ოთინაშვილმა, მარიამ აქუბარდიამ, ნიკოლოზ ტყემალაძემ და მზია კაკალაშვილმა POSTV- წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდმა 2025 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა. მასში მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი. 

 

განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5  (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა ნათია ბერიძე

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.