06.10.2025
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ანნა ნადარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ.
სადავო მასალა სათაურით - “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”, ტელეკომპანია “იმედმა” 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ტელეკომპანია “იმედი”.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.