საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო TV პირველის განცხადებები POSTV-ისა და ტელეკომპანია “სეზონის” წინააღმდეგ
25.06.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას TV პირველის ჟურნალისტებმა მარიამ გაფრინდაშვილმა; ნანა ქაჯაიამ; ნატალია ქაჯაიამ და TV პირველის წარმომადგენელმა თორნიკე მიგინეიშვილმა ტელეკომპანია “სეზონისა” და POSTV-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადებით მომართეს.


POSTV-ის სადავო სიუჟეტი მათ ეთერში გადაცემაში „კვირის პოსტი“ 2025 წლის 15 ივნისს გავიდაა.


განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტებად/რედაქტორებად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრნენ ნათია ბერიძე და დათა გვასალია.

ტელეკომპანია “სეზონის” სადავო სიუჟეტი მათ პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” 2025 წლის 10 ივნისს გავიდა.


განმცხადებლები დავობებ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტებად/რედაქტორებად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ნიკოლოზ მჟავანაძე და დიტო ჩუბინიძე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.