დეზინფორმაციის შესახებ ევროკომისიის პირველი ნაბიჯის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები
22.01.2024

2023 წლის 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები. ახალ 9 ნაბიჯს შორის პირველი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლას გულისხმობს.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება.“ 

„კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირველი პუნქტის შესასრულებელად საჭირო ნაბიჯებს მოიცავს. 

ნახვა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.