კატეგორია : ანონსი;
20 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს დავით ნატროშვილის განცხადებას ონლაინ პლატფორმის “ტაბულა” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “ტაბულას” გვერდზე სოციალურ ქსელში 2026 წლის 23 ივნისს გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეულია ეთიკის სტანდარტები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად ონლაინ პლატფორმის “ტაბულა” რედაქტორი, ლევან სუთიძე განისაზღვრა.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, სადავო
ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ ელ.
ფოსტაზე: ethicscharter@gmail.com