17.11.2025
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, 19:00 საათზე, განიხილავს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას გაზეთ “ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტის და რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.
სადავო სტატია დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” 2025 წლის 11 აგვისტოს ნომერში სათაურით: “ექსკლუზიური ინტერვიუ თეკლა კუბლაშვილთან”.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ელისო კილაძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com