1 მაისს ქარტიის საბჭო ორ განცხადებას განიხილავს
30.04.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხუთშაბათს, 1 მაისს, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შემოსულ ორ განცხადებას განიხილავს.


19:00 საათი - გიორგი ისაკაძე გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.


სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში”, 2024 წლის 26 დეკემბერს გავიდა, სათაურით: “ისაკაძე - ბიზნესბულინგის ორგანიზატორი”.  


განმცხადებლი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


20:00 საათი - გიგა გელხვიიძე ქეთევან ბოლქვაძის წინააღმდეგ.


სადავო მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემის “მთავარი” პირდაპირ ეთერში 2025 წლის 14 იანვარს გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ის გადაცემის წამყვანმა ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია.


განმცხადებლი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.



ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.