სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში. 

2022 წლის 07 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.  აღსანიშნავია, რომ მოცულობითი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კანონპროექტის განხილვა ამავე წლის 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად თვლის, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას. 

დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა,  გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევრო დირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ  დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა.

კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას. 

კოალიცია თვლის, რომ კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას. 

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური. 

16.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ტელეკომპანია „მთავარი არხის" წინააღმდეგ 

სადავო მასალა მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 2022 წლის 4 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მიმართვის შემდეგ კი იგი სათანადოდ არ გასწორდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათზე - მალხაზი ზავრაშვილი მედია სააგენტო „იქს ნიუსის" წინააღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ფაქტები დამახინჯებულია და სააგენტოს მასთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

15.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო”. 

სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 სექტემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გაშუქდა. 

განმცხადებელი  ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ დავობს ქარტიის მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

15.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. 

სადავო მასალა მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 2022 წლის 4 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მიმართვის შემდეგ კი იგი სათანადოდ არ გასწორდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

15.09.2022

თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. 

2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობა BMG-ის რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს ზეპირად განუმარტა, რომ მისი არ დაშვების მიზეზი იყო ბევრი კითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება. 

აღსანიშნავია, რომ თელარა გელანტია დაახლოებით 10 წელია რეგულარულად ესწრება და აშუქებს მთავრობის სხდომებს, სვამს კითხვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია გაფრთხილება ან შენიშვნა რომელიმე ქცევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით. 

გარემოებების ანალიზი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სხდომაზე დაშვების აკრძალვა განპირობებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სავარაუოდ დისკრიმინაციული მოპყრობით. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად  თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას. 

ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. აღწერილი შემთხვევა არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს. მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს  ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.

მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე. 

13.09.2022

2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა. 

ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები. 

12.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის”, „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი”, გიორგი ბახტურიძე და ნანა ფეიქრიშვილი. 

სადავო სტატია „აი, ფაქტის” გვერდზე 2022 წლის 9 აგვისტოს, ხოლო „TV პირველის” და „მთავარი არხის” გვერდზე სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი  „აი, ფაქტის” წინააღმდეგ დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ მედია სააგენტო „იქს ნიუსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მალხაზ ზავრაშვილი. 

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ფაქტები დამახინჯებულია და სააგენტოს მასთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელი - შპს „შუ პუ სუ". 

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 8 აგვისტოს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მიმართვის მიუხედავად კი იგი არ გასწორდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

06.09.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 7 სექტემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  ცენტრალური საარჩევნო კომისია ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალიტის ანი არველაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი 2022 წლის 31 ივლისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.

19:00 საათზე - ელვირ გასანოვი TV „პირველის" ჟურნალისტის გიორგი ხუხიას წინააღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

05.09.2022

2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული  და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

 

24.08.2022
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის „ფორმულას”, „მთავარი არხის” და „ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები.
23.08.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.