23.09.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა მამუკა ყუფარაძემ საკუთარი თავის წინააღმდეგ.
მას სურს მისივე გადაცემის: “სადავო კანონი - საუბარი ზაალ ანჯაფარიძესთან - ტელედისკუსია - სტუდია რე” - ეთიკის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება.
სადავო მასალა “სტუდია რე”-ს იუთუბ არხზე 14 ივნისს გამოქვეყნდა. გადაცემაში ნაჩვენებია ერთ-ერთი პირის ფოტოსურათი.
განმცხადებელი უთითებს ქარტიის მე-4; მე-5, მე-7 და
მე-10 პრინციპების სავარაუდო დარღვევაზე.
განცხადებას ქარტიის საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს სადავო მასალაში ქარტიის პრინციპების დარღვევის საკითხს.