23.09.2024
22 სექტემბერს ქარტიის საბჭომ განიხილა მზია კობერიძის განცხადება “ტვ მონიტორინგის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
სადავო მასალა “ტვ მონიტორინგის” ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზე 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის ეხებოდა “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტს.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
მისი განმარტებით, აღნიშნული მედია პროდუქტი მხოლოდ "გორმედის" პოზიციას ასახავდა, ჟურნალისტმა კომენტარი არ სთხოვა 30 წლის გარდაცვლილის მშობლებსა და ახლობლებს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.