„პირველი არხის" ჟურნალისტმა მარიამ ბერძენიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
10.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „პირველი არხის" ჟურნალისტმა მარიამ ბერძენიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ განმცხადებელი ანონიმურია. სადავო მასალა 2023 წლის 13 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა.

განმცხადებელი მარიამ ბერძენიშვილის მიმართ ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პროფესიული საქმიანობისას ქრთამის ან საჩუქრის მიღება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. ამასთან, განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველ, მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპზე „პირველი არხის" ჟურნალისტის ნიკა მუკბანიანის მიმართ, მაგრამ საბჭოს მის მიმართ დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.