ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
16.05.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო რატი იონათამიშვილის განცხადება TV პირველის - გადაცემა “რეაქცია” წამყვანის - ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 28 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა - ლევან ერაძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართგამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინი, ხოლო ჟურნალისტს ამ შეფასებაზერეაგირება არ ჰქონია, რითიც ხელი შეუწყო საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას. განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.