27 ნოემბერს ქარტიის საბჭო ერთ საქმეს განიხილავს
25.11.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 ნოემბერს 1 საქმეს განიხილავს: 

17:00 საათზე - მინდია დავითაძე POSTV წინააღმდეგ

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 11 ივნისს გავიდა და ის საქ-პატენტის ყოფილ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, მისი საქ-პატენტში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com  

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.