„მთავარი არხის" ჟუნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს
01.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვიეს. 

მათ წინააღმდეგ ქარტიას პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 10 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.