27 ნოემბერს ქარტიის საბჭო გიორგი ძიძიკაშვილის განცხადებას განიხილავს
26.11.2026

კატეგორია : ანონსი;

27 ნოემბერს, პარასკევს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს განცხადებას “TV პირველის” ჟურნალისტის, სოფო ნიაურის წინააღმდეგ.

სადავო მასალა  “TV პირველის" ეთერში 2026 წლის 17 მაისს გავიდა. რეპორტაჟი ქალზე სავარაუდო ძალადობას ეხება, რაშიც რესპონდენტი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, გიორგი ძიძიკაშვილს ადანაშაულებს და ბრალს სდებს გავლენის გამოყენებაში. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველ (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-9 (სარედაქციო მასალების გამიჯვნა),  მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხედ  ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი სოფო ნიაური განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.