“კომედი არხზე” იუმორისტულ ეპიზოდში დისკრიმინაციის პრინციპი დაირღვა
29.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, კომედი არხზე გასულ იუმორისტულ ეპიზოდში ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი დაირღვა.

ქარტიას განცხადებით ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “სიცილის ზონა” , 2020 წლის 12 ნოემბერს გავიდა და სიუჟეტი სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ თემა ისეთი ფორმით იყო წარმოჩენილი, ახდენდა გაუპატიურების და მსგავსი ძალადობრივი ქმედების ნორმალიზებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.