“TV 25 - ის” ჟურნალისტმა თეო ფუტკარაძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია
24.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “TV 25-ის” ჟურნალისტმა თეო ფუტკარაძემ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

მის და სულხან მესხიძის წინააღმდეგ ქარტიას ფირუზ ბოლქვაძემ მომართა. თუმცა სულხან მესხიძეს დარღვევა არ დაუდგინდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ მასალაში გაჟღერებული ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მათი გავრცელება მიზნად ისახავდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი მენეჯმენტის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეორე (ჟურნალისტის იძულება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.