ტელეკომპანია “ფორმულას” და "მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
18.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო მამუკა ტუსკაძის განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას” და “მთავარი არხის” წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, ტელეკომპანიების ეთერში, 2021 წლის 09 ივნისს გავიდა და ორივე მათგანი იდენტურ საკითხს - მამუკა ტუსკაძესთან დაკავშირებულ ქონებრივ დავას ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება და საქმის სხვა დეტალები არასწორია, ჟურნალისტებმა არ გამოიყენეს მის მიერ მიწოდებული მასალა, რაც მხარის განმარტებით, მიზნად ისახავდა მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანას და მის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი მედიაგამოცემებს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე ედავება:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.