მთავარი არხის ჟურნალისტ ნათია ქოქოსაძეს დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია
15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტ ნათია ქოქოსაძეს დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა. მასალა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტის არასენსიტიური დამოკიდებულება ძალადობის ფაქტის მიმართ, წარმოადგენდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.