აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პრინციპები დაირღვა
01.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებულ მასალაში ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაირღვა.

ქარტიას პაატა დიასამიძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა” ტელეკომპანიის ვებგვერდზე, 2021 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ მასალის სათაური, რომ თითქოს ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.